ფენოგელი

რა არის ფენოგელი?

ფენოგელი – ადგილობრივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს.


როგორ მოქმედებს ფენოგელი?

ფენოგელს გააჩნია სწრაფი, ხანგრძლივი და ეფექტური მოქმედება. იგი ღრმად აღწევს ქსოვილებში და აქრობს არამხოლოდ ტკივილს, არამედ ანთებასაც.
ფენოგელის შემადგენლობაში შემავალი იბუპროფენი სწრაფად აღწევს ანთების კერას, ქმნის მაღალ კონცენტრაციას და ხანგრძლივად ინარჩუნებს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
ფენოგელის შემადგენლობაში შემავალი მენთოლი მოქმედებს კანის რეცეპტორებზე, აფართოებს სისხლძარღვებს, ამიტომ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ტკივილს. მენთოლს აგრეთვე ახასიათებს ადგილობრივი ტკივილგამაყაუჩებელი მოქმედება.

ფენოგელის გელს აქვს 2 ჯერ უფრო ძლიერი ეფექტი, ვიდრე სხვა მალამოებს ან კრემის ფორმებს, რადგან ფენოგელი კანზე წარმოქმნის თხელ ფენას და უფრო სწრაფად და სრულყოფილად აღწევს დანიშნულების ადგილას.


როგორ გამოვიყენოთ ფენოგელი?

ფენოგელი – ეს არის გელი მხოლოდ კანის ზედაპირზე გარეგანი გამოყენებისათვის. მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ პრეპარატის თხელი ფენა დაიტანება მტკივნეულ ზედაპირზე 3-4 ჯერ დღის განმავლობაში. პრეპარატის რაოდენობა დამოკიდებულია დაზიანებული კანის ზედაპირის ზომაზე. უკეთესი ეფექტისათვის სასურველია ფენოგელის მსუბუქად შეზელვა მასაჟის დახმარებით.
ფენოგელის ტუბის გასახსნელად გამოიყენეთ მისი თავსახური.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 12 წალმდე ასაკის ბავშვებისათვის.
თუ ტკივილი 2 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, ვლინდება გაღიზიანება ან მდგომარეობის გაუარესება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს


რამდენად უსაფრთხოა ფენოგელი?

 

ფენოგელს არ ახასიათებს სისტემური გვერდითი ეფექტები, რადგან მიზანმიმართულად მოქმედებს ადგილობრივად ტკივილისა და ანთების კერაში, ქმნის მაღალ კონცენტრაციას, სისტემური სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრის გარეშე, დიდი ხნით ინარჩუნებს ანთების საწინააღდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
ფენოგელი არ უნდა გამოვიყენოთ ღია ჭრილობაზე, უნდა ვერიდოთ მის მოხვედრას თვალში ან ლორწოვანზე.
ფენოგელის გარეგანი გამოყენებისას ინტოქსიკაცია არ არის მოსალოდნელი.